სიახლეები

ივლისი 5, 2020 ტურიზმის სტიმულირება

ტურიზმის სტიმულირება

,,ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”, სხვადასხვა ქვეყნის მიერ COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევისთვის მიღებული ზომების შესახებ მიმოხილვას განაგრძობს. “ტურიზმის სტიმულირება” – EPRC-ის მიერ მოწოდებული პუბლიკაცია მოიცავს მხოლოდ იმ სტიმულირების პროექტებს, რომლებიც ქვეყნებმა მიიღეს უშუალოდ ტურიზმის სფეროს გამოწვევების საპასუხოდ COVID-19 – ის პანდემიის პირობებში. ამასთან, ქვეყნების დიდ ნაწილში არსებობს ზოგადი, ბიზნესის წამახალისებელი პროგრამები, ახალი და ძველი სოციალური პროექტები, რომლებითაც შეიძლება ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმაც ისარგებლონ და რომლებსაც არ ფარავს წარმოდგენილი პუბლიკაცია. დოკუმენტი მიმოიხილავს ესპანეთის, იაპონიის, ისლანდიის, იტალიის, ნორვეგიის, პორტუგალიის, სამხრეთ კორეის, საფრანგეთის, ესტონეთისა და რუმინეთის მაგალითებს.

 

პუბლიკაცია დაფინანსებულია Black Sea Trust – German Marshall Fund of the United States მიერ. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Black Sea Trust-ის ან მისი პარტნიორების პოზიციას.