ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) თანამშრომლებმა, 15-17 დეკემბერს, ჩაატარეს ტრენინგ კურსი საქართველოს პარლამენტის წევრებისა და კომიტეტების აპარატის თანამშრომლებისთვის. ტრენინგის თემა იყო საბიუჯეტო ციკლი, პარლამენტის როლი საბიუჯეტო პროცესებში და პროგრამული ბიუჯეტირების საფუძვლები.