სიახლეები

აპრილი 24, 2015 ტრენინგი პარლამენტისთვის

ტრენინგი პარლამენტისთვის

20-22 აპრილს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტებმა, პარლამენტის წევრებისა და კომიტეტების თანამშრომლებისთვის, საბიუჯეტო ზედამხედველობის საკითხებზე ტრენინგი ჩაატარეს. ეს რიგით მეორე ტრენინგი იყო და შეეხო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის ანალიზს, აუდიტის სამსახურის როლს და საბიუჯეტო მიმოხილვის ანგარიშებს. ტრენინგი ჩატარდა პროექტის “საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის/ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.