2010 წლის 30 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პარლამენტის სასწავლო ცენტრმა უმასპინძლა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – “ძლიერი პარლამენტი კონსოლიდირებულ დემოკრატიაში” – ფარგლებში ორგანიზებულ ორკვირიან ტრენინგ-სემინარს თემაზე “საბიუჯეტო ზედამხედველობის პრაქტიკული კურსი”. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატისა და საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლებმა. ტრენინგ-სემინარს უძღვებოდნენ პროექტის ადგილობრივი ექსპერტები “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრიდან” (EPRC). ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა საკითხები, რომლებიც შეეხებოდა საჯარო ფინანსებს, სახელმწიფოს ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას, ასევე საქართველოში არსებულ მდგომარეობას პროგრამულ ბიუჯეტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით და სხვა ქვეყნების არსებულ გამოცდილებას ამ მიმართულებით. შემდგომი ტრენინგი ზემოთაღნიშნულ მონაწილეებთან ჩატარდება პროგრამულ ბიუჯეტირებაში მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში.