სიახლეები

სექტემბერი 13, 2019 თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები მონაწილეობენ

თბილისის მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები მონაწილეობენ

მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინიციატივით გამართული საერთაშორისო კონფერენცია „Now What?“ ყურადღებას სამომავლო ნაბიჯებზე ამახვილებს.

(თბილისი – ვაშინგტონი, სექტემბერი 2019) – 2019 წლის 9-10 სექტემბერს, არიზონას უნივერსიტეტის მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი უმასპინძლებენ თბილისის საერთაშორისო კონფერენციას „Now What?“. პრობლემების გადაწყვეტასა და კრიზისული სიტუაციებიდან გამოსვლის გზებზე ორიენტირებული ყოველწლიური კონფერენცია უკვე მეხუთედ ტრადიციულად სასტუმრო „თბილისი რუმსში“ გაიმართება.

„2019 და 2020 წლების მიჯნაზე მსოფლიო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. სენატორ ჯონ მაკკეინის სულისკვეთების ერთგული კონფერენცია მსოფლიოს წამყვან მოაზროვნეებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მათი ხშირად წინააღმდეგობრივი დღის წესრიგისა და ხედვისგან დამოუკიდებლად, თავშეყრის საშუალებას აძლევს“, –  აცხადებს კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი.

თბილისის საერთაშორისო კონფერენციამ საქართველოს, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერთა აუცილებელი თავშეყრის ადგილის სახელი დაიმკვიდრა. ყოველი წლის სექტემბერში, კონფერენცია თავს უყრის  უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, ქართველ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ბიზნესის წარმომადგენლებს. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

„თბილისის საერთაშორისო კონფერენცია თავს უყრის მოკავშირეებს და  თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. აქ გამართული საუბრები და დაწყებული ურთიერთობები იმ მოქმედებისა და ინიციატივების იმპულსია, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს“, განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა და კონფერენციის მასპინძელმა, ნინო ევგენიძემ.

კონფერენციაზე დაგეგმილი დისკუსიების დროს საუბარი შედგება დემოკრატიის მომავალზე საქართველოში, ნატოსა და ევროკავშირზე, უკრაინის, თურქეთის, რუსეთის, სახელმწიფოს ხელში ჩაგდების, ბრეგსიტის და შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის შესახებ.

კონფერენციაზე გამომსვლელთა შორის არიან:

კურტ ვოლკერი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი

ფილ რიკერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში

სინდი მაკკეინი, მაკკეინის ინსტიტუტის ბორდის თავმჯდომარე

ლორა კუპერი, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში

ლინას ლინკევიჩუსი, ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი

ვალდის ზატლერსი, ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი

ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის ჯარების ყოფილი სარდალი

ჯონ ტეფტი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, უკრაინაში, საქართველოსა და ლიეტუვაში

ანდერს ფოგ რასმუსენი, ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში

დენიელ ფრიდი, ატლანტიკური საბჭო

დევიდ კრამერი, ფლორიდას საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

დავით ზალკალიანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

სხვა მაღალი თანამდებობის პირები, რეგიონული ექსპერტები და მკვლევარები

დასწრება მხოლოდ  მოსაწვევებით. კონფერენციის ადგილზე გაშუქებით დაინტერესებულ მედიას გთხოვთ მიმართოთ ნინო ევგენიძეს – [email protected]

კონფერენციის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია განხორციელდება მისამართზე: McCainInstitute.org/Tbilisi

 

არიზონას უნივერსიტეტთან არსებული მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვისს

არიზონას უნივერსიტეტის ბაზაზე 2012 წელს დაარსებული მაკკეინის ინსტიტუტი ვაშინგტონში მდებარეობს. მაკკეინის ინსტიტუტი სენატორ ჯონ მაკკეინის ლიდერობით და მისი ოჯახის სამაგალითო საჯარო სამსახურით შთაგონებული, პოლიტიკურად დამოუკიდებელი, მოქმედებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა, რომლის მიზანი ამერიკის შეეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობის ხელშეწყობაა. ინსტიტუტი ცდილობს იზრუნოს ეკონომიკურ შესაძლებლობათა გაზრდაზე, უსაფრთხოების, თავისუფლებისა და ადამიანთა ღირსების გაუმჯობესებაზე. გაიგეთ მეტი: McCainInstitute.org

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

 EPRC საქართველოს წამყვანი ეკონომიკური კვლევითი ცენტრია, რომელიც 2002 წელს დაარსდა. ცენტრის მიზანი პროგრესული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებით ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდა, საზოგადოებრივი ჩართულობის ხელშეწყობა, უსაფრთხოების გაუმჯობესება და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავებაა. გაიგეთ მეტი: eprc.ge

კონფერენციის მხარდამჭერები და პარტნიორები

აშშ საელჩო საქართველოში

ღია საზოგადოების ფონდი

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში

სასტუმრო რუმსი

თიბისი ბანკი

საქართველოს ბანკი

ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილება