ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ მონაწილეობა მიიღო 6-9 მაისს გამართულ მეცხრე ასამბლეაში მსოფლიო მოძრაობა დემოკრატიისთვის – „სტრატეგიული პარტნიორობის შექმნა დემოკრატიული განახლებისთვის“, რომელიც სენეგალის დედაქალაქ დაკარში გაიმართა.
მსოფლიო მოძრაობა დემოკრატიისთვის არის გლობალური ქსელი, რომელიც დემოკრატიის განმტკიცებისთვის მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, მკვლევარებს, პარლამენტარებს, ლიდერებს, ჟურნალისტებს და დონორებს აერთიანებს.