27 თებერვალს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ფონდ „ღია საზოგადოება _ საქართველოს“ მხარდაჭერით გამართა ანგარიშის პრეზენტაცია – „სოფლის მხარდაჭერის პროგრამების მონიტორინგი და ეფექტიანობის ანალიზი“. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ეკონომიკური ანალიზი.