დღეს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ახალი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში – „სოფლის მეურნეობის სტრატეგია: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველო“. ანგარიშში მიმოხილულია მაკედონიის, სერბეთის, ხორვატიისა და ალბანეთის სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების გამოცდილება. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების ანალიზის საფუძველზე ანგარიშში შემოთავაზებულია რეკომენდაციები, რომლებიც სასარგებლო იქნება საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის და კონკრეტული დარგების (მეღვინეობა და მევენახეობა, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავება, ხილის, კენკროვნების, ციტრუსის მოყვანა, რძისა და ხორცის წარმოება) განვითარებისთვის. აღნიშნული ანგარიში EPRC-ის მიერ ამ თემაზე გამოქვეყნებული მესამე პუბლიკაციაა. უკვე გამოქვეყნებულია: „მიწის ბაზრის მდგომარეობა საქართველოში“, „სოფლის მეურნება: გამოწვევები და მიმდინარე პოლიტიკა“.