29 ივლისს, 12 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ანგარიშის “სოფლის დახმარების პროგრამა საქართველოში პრეზენტაცია. ანგარიში მომზადდა შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტოს და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
ეკონომიკური პოლიტკის კვლევის ცენტრმა და პატრიორმა რეგიონულმა ჟურნალისტებმა 2010 წლის ოქტომბრიდან 2011 წლის მაისამდე პერიოდში პროგრამის მონიტორინგი და სოფლის მაცხოვრებელთა გამოკითხვა ჩაატარეს. ეს პროცესი განხორციელდა საქართველოს 5 რეგიონში – 50 სოფელში. კერძოდ: იმერეთის, ქვემო ქართლის, სამცხე–ჯავახეთის, კახეთის და აჭარის რეგიონებში.
მონიტორინგის მიზანი იყო გარკვეულიყო, აკმაყოფილებს თუ არა სოფლის დახმარების პროგრამა კანონითა და მთავრობის შესაბამისი ბრძანებულებებით განსაზღვრულ მიზნებსა და პირობებს და რამდენად ეფექტურად და მიზნობრივად იხარჯება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები. პროექტის განხორციელების დროს გამოიკვეთა, რომ:
სოფლის დახმარების პროგრამის შესრულებაში ცართულ ადამინთა საშუალო მაჩვენებელმა დაახლოებით სოფლის მოსახლეობის 21–35 პროცენტი შეადგინა. სოფლების ნაწილში პრიორიტეტები განისაზღვრა ძირითადად გამგეობის და ადამიანტა მცირე ჯგუფის მიერ.
მნიშვნელოვანი პრობლმეაა სამუშაოების დაუსრულებლობა. ხშირ შემთხვევებში სოფელსი ხდება რამდენიმე პრიორიტეტის შერჩევა და ყველა მათგანზე სამუშაოები დაუსრულებელი რჩება. ეს როგორც წესი არარეალისტური დაგეგმვის ნიშანია.
ბუნდოვანია თანხების ხარჯვაზე კონტროლის მექანიზმი.
სოფლის დახმარების პროგრამის პრიორიტეტების ანალიზმა 50 სოფლის მიხედვით აჩვენა, რომ დღეისთვის სოფლებში ყველაზე პრობლემურია შიდა სასოფლო გზებისა და წყლის პრობლემა. თუმცა, ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში იმის გამო, რომ ეს პრიორიტეტები დიდ დაფინანსებას მოითხოვენ, სოფლებსი მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაფინანსებულიყო უფრო ვიწრო სფეროს ხარჯები – სარიტუალო სახლის რემონტი, ან სარიტუალო ინვენტარის შეძენა, სოფლის სასაფლაოს შემოღობვა და სხვ.
მონიტორინგისა და ჩატარებული კვლევის შედეგები იხილეთ დეტალურად ანგარიშში “სოფლის დახმარების პროგრამა საქართველოში.