შეუძლია თუ არა ქართული ეკონომიკის გამოცოცხლება სწორ მონეტარულ პოლიტიკას? სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ 30 ოქტომბერს. საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2013 წელის მაჩვენებელი დაღმავალი მიმართულებით მიდის, რაც დღის წესრიგში აყენებს საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეძლოს მთავრობამ ამ ტენდენციის შეჩერება. სწორი მონეტარული პოლიტიკა ერთ-ერთი ბერკეტია ზრდის სტიმულირებისთვის, მაგრამ კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს? რა შეიძლება ისწავლოს საქართველომ იმ ქვეყნების გამოცდილებიდან, რომლებიც მსგავსი პრობლემების წინაშე იდგნენ? – სწორედ ამ და სხვა საკითხებს მიეძღვნა სადისკუსიო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ანდრეა ბუბულა – კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, არჩილ მესტვირიშვილი – საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ნინო ევგენიძე – ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.