საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ,,ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ, რომელიც შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.