სიახლეები

მარტი 25, 2021 შეხვედრა EPRC-ისა და USAID/Georgia | GGI Georgia-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში

შეხვედრა EPRC-ისა და USAID/Georgia | GGI Georgia-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში

დღევანდელ შეხვედრაზე, EPRC-ისა და USAID/Georgia| GGI Georgia-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილმა ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფმა, განიხილა პანდემიის მოსალოდნელი მესამე ტალღის საფრთხეები და მისი პრევენციის გზები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალი სოციალურ პასუხისმგებლობის აუცილებლობას, პირბადების მნიშვნელობას სამომავლო შეზღუდვებისაგან თავის ასარიდებლად და საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებელ საინფორმაციო კამპანიების საჭიროებას. ჯგუფმა განიხილა ვაქცინაციის გეგმა, მისი აღსრულება, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.