სიახლეები

მაისი 8, 2015 სემინარი თემაზე: ”საბიუჯეტო და ფინანსური კონტროლი”

სემინარი თემაზე: ”საბიუჯეტო და ფინანსური კონტროლი”

2015 წლის 8 მაისს, ქ. თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) და ვესტმინსტერის ფონდმა ჩაატარა სემინარი თემაზე: „საბიუჯეტო და ფინანსური კონტროლი: პარლამენტისა და სხვა უწყებების როლი“. სემინარზე შოტლანდიის პარლამენტის წარმომადგენლებმა გამოცდილება გაუზიარეს საქართველოს პარლამენტის წევრებს, კომიტეტის თანამშრომლებს, სამინისტროების და აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს.