სიახლეები

ნოემბერი 4, 2012 სემინარი თემაზე: „პროგრამული ბიუჯეტის როლი საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კონტექსტში

სემინარი თემაზე: „პროგრამული ბიუჯეტის როლი საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კონტექსტში

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინიციატივით, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და USAID-ის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით 4 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში პარლამენტის კომიტეტების წევრებისა და აპარატისთვის ჩატარდა სემინარი თემაზე: „პროგრამული ბიუჯეტის როლი საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კონტექსტში“.

სემინარზე განიხილეს დაგეგმილია ისეთი საკითხები, როგორიცაა: საქართველოს ბიუჯეტის ადგილი მსოფლიოში გამჭვირვალობის კუთხით და ამ რეიტინგის შედგენის პრინციპი და მნიშვნელობა; პროგრამული ბიუჯეტის ძირითადი ასპექტები; პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტის განხილვის პროცედურები და გამოცდილება აშშ კონგრესში;
სემინარს უძღვებოდა ექსპერტი მერილინ რუბინი. იგი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის დირექტორი და ეკონომიკისა და საჯარო ადმინისტრირების პროფესორია. არის ამერიკის საჯარო ადმინისტრიების ნაციონალური აკადემიის წევრი.რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ნიუ-იორკის შტატის ეკონომიკური მრჩევლის თანამდებობაზე, იყო ქალაქ ნიუ-იორკის ფინანსური დეპარტამენტის ქონებრივი გადასახადების მრჩეველთა საბჭოს წევრი. იგი კონსულტაციებს უწევდა როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებს, ისე კერძო კომპანიებს ფისკალური პოლიტიკის, ეკონომიკური განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით.