ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და რედაქტორების ფინანსური განათლების ამაღლება და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება – ამ მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკები“ დღეს 30-ზე მეტი ქართული და უცხოური მედია საშუალებისთვის სემინარი გამართა. სემინარიის მომხსენებლები იყვნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე.