ACCESS-მა დაიწყო საუკეთესო გამოცდილებისა და ინოვაციის ღონისძიებების პირველი ციკლი 8 და 10 დეკემბერს თელავში, საგარეჯოში, რუსთავსა და მარნეულში. ღონისძიებებს უმასპინძლეს დემოკატიული ჩართულობის ცენტრებმა.
ღონისძიებაზე თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა წარადგინა ცენტრის მიერ შექმნილი ბიუჯეტის მონიტორინგის ინოვაციური ვებ პლატფორმა, www.priceofthestate.ge, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს რომ გაეცნონ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრვი ბიუჯეტებს და შეცვალონ ისინი ექსპერიმენტების საშუალებით. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენლები გაუძღვნენ ინტერაქტიულ სიმულაციურ თამაშს ბიუჯეტირების საკითხებში მონაწილეების ჩართვის მიზით და აგრეთვე უმასპინძლეს დისკუსიას ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებისათვის მსგავსი ელექტრონული მონიტორინგის ინსტრუმენტის არსებობის შესაძლებლობაზე.
სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი მთავრობისა და სასკოლო სამოქალაქო განათლების კლუბების დაახლოებით 165 წარმომადგენელი მონაწილეობდა შეხვედრებში. მომდევნო ხუთი წლის მანძილზე ACCESS-ის სულ მცირე 150 საუკეთესო გამოცდილებისა და ინოვაციის ღონისძიებას ჩაატარებს სტრატეგიების, საუკეთესო გამოცდილებებისა იდენტიფიცირებისა და საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების გადაწყვეტის დისკუსის მიზნით.