ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი( EPRC) ვესტმისტერის დემოკრატიის ფონდის ( WDF) მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტის წევრებისა და კომიტეტების აპარატის თანამშრომლებისთვის ტრეინინგ კურსს იწყებს \”საბიუჯეტო ციკლი და პროგრამული ბიუჯეტირების საფუძვლები. პირველი ეტაპის კურსი დღეს დაიწყო ყვარელში და 5 ნოემბრამდე გაგრძელდება. ტრეინინგებს ბრიტანელი ექსპერტი ვინს მაკკარტი და EPRC–ის ექსპერტები ირინა გურული, თემურ ხომერიკი და ნინო ევგენიძე გაუძღვებიან.