სიახლეები

ოქტომბერი 19, 2010 სამუშაო შეხვედრა პროგრამული ბიუჯეტის საკითხებზე

სამუშაო შეხვედრა პროგრამული ბიუჯეტის საკითხებზე
2010 წლის 16-17 ოქტომბერს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – \”ძლიერი პარლამენტი კონსოლიდირებულ დემოკრატიაში\” – მხარდაჭერით გაიმართა სამუშაო შეხვედრა პარლამენტის წევრებისა და ფინანსთა სამინისტროს, კონტროლის პალატისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მონაწილეობით. შეხვედრა მოეწყო სასტუმროში \”ამბასადორი კაჭრეთში\”, კახეთში.

 

შეხვედრა მიზნად ისახავდა პროგრამული ბიუჯეტის სპეციფიკური საკითხების განხილვას, ტრადიციული და პროგრამული ბიუჯეტის შეპირისპირებას,  საბიუჯეტო პროცესის მონაწილეების როლის ანალიზს და ბიუჯეტის გამჭვირვალობის შეფასების მაღალი ინდექსის უზრუნველყოფის მექანიზმების დადგენას.

 

სამუშაო შეხვედრას უძღვებოდნენ პროექტის ადგილობრივი ექსპერტები \”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრიდან\” (EPRC).
http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1090&info_id=29376