26 ოქტომბერს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC), USAID პროგრამის “მმართველობა განვითარებისთვის” (G4G) ფარგლებში, გამართა სამუშაო შეხვედრა მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს საჯარო-კერძო დიალოგის მექანიზმების კვლევის შედეგების გაცნობა, შემოთავაზებული რეფორმის რეკომენდაციების განხილვა.