სიახლეები

თებერვალი 23, 2018 „სამოქალაქო საზოგადოება – მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“

„სამოქალაქო საზოგადოება – მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“
22-23 თებერვალს, იმერეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ჩატარდა ტრენინგი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის და მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის საკითხებში.
ტრენინგზე განიხილებოდა შემდეგი საკოთხები:
1) ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკა;
2) პოლიტიკის მონიტორინგის სტრატეგიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის;
3) ადვოკატირება და პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩართვა, კამპანიების წარმოება და ინფორმაციის გავრცელების საშუალებები;
4) კომუნიკაციის მექანიზმები.