სიახლეები

ივლისი 3, 2014 სამოქალაქო ინტერესების დაცვის ტრენინგი

სამოქალაქო ინტერესების დაცვის ტრენინგი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) თანამშრომლებმა – თამარ ხორბალაძემ და ირინა გურულმა მონაწილეობა მიიღეს 1-3 ივლისს, კახეთში, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ გამართულ სამოქალაქო ინტერესების დაცვის ტრენინგზე. ტრენინგის ფარგლებში, EPRC-ს წარმომადგენლებმა 6 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გააცნეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პროცედურები და საზოგადოების ჩართულობის შესაძლებლობა, ასევე სახელმწიფო ინიციატივების „აწარმოე საქართველოში“ და შეღავათიანი აგრო კრედიტი პროგრამებში მონაწილეობის პირობები და შესაბამისობის კრიტერიუმები.

ტრენინგი განხორციელდა ადგილობრივი განვითარების სამუშო ჯგუფებისთვის, პროექტის „ადგილობრივი მოქმედი მხარეები ერთიანდებიან ადგილობრივი ეკონომიკური განივთარებისა და მმართველობისათავის სამხრეთ კავკასიაში – JOIN” ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა” ახორციელებს.