17 სექტემბერს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) გამართა ახალი ანგარიშის – \”ეკონომიკური სტიმულირების ანტიკრიზისული პაკეტი სახელმწიფო ვალის მართვის ეფექტური პოლიტიკის შემუშავება\” პრეზენტაცია. პროექტის მიზანია საქართველოში დაამკვიდროს კრიზისის მართვის კულტურა და მთავრობას გაუწიოს ექსპერტული დახმარება ეკონომიკის სტიმულირების ანტიკრიზისული პაკეტის შექმნაში. რიგით მეორე ანგარიში მიზნად ისახავს, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდონით, რეკომენდაციების შემუშავებას სახელმწიფო ვალის ეფექტურად მართვის სტრატეგიის შესაქმნელად. ნაშრომში გაანალიზებულია სახელმწიფო ვალის მართვის მხრივ საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობა და შემუშავებულია ვალის მართვის სტრატეგიის მთავარი კომპონენტები.