საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება – ვითარება დღეს
რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ, საქართველოს სახელმწიფოებრივი საფრთხეები ახალ ნიშნულზე ავიდა. მათ შორის აქტუალურია ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები, სადაც მთავარი გამოწვევა ყოველთვის რუსეთზე მზარდი ენერგოდამოკიდებულება იყო. რა ვითარებაა ახლა საქართველოში და როგორ შეიცვალა სიტუაცია ბოლო 3 წლის მანძილზე?
კვლევით დოკუმენტი „ჯაჭვური ეფექტი: უკრაინაში მიმდინარე ომის ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე – ანგარიში ქვეყნის შესახებ, საქართველო“, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ღია საზოგადოების ფონდებისა და სოციალური და ეკონომიკური კვლევის ცენტრთან (CASE) თანამშრომლობით მომზადდა, ნაწილობრივ პასუხობს ამ კითხვაზე:
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას გააჩნია დამოუკიდებელი ენერგომომარაგების გარკვეული შესაძლებლობები, რუსეთზე გაზრდილმა ენერგოდამოკიდებულებამ ეკონომიკური და პოლიტიკური რისკები გაამწვავა.
საქართველოს ენერგოსისტემა ყოველთვის დამოკიდებული იყო სხვადასხვა წყაროებზე, თუმცა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ენერგოიმპორტში გარკვეული ცვლილებები მოხდა.
ამ ტენდენციამ კიდევ უფრო გააძლიერა რუსეთის ეკონომიკური გავლენა საქართველოს ენერგოსექტორზე, რაც პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებს ზრდის.
საქართველოს უყვართ ხოლმე თქმა, რომ ქვეყანას გააჩნია მნიშვნელოვანი პოტენციალი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების კუთხით.
დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ განახლებადი ენერგიის განვითარების მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, სექტორში ინვესტიციების ნაკლებობა და ენერგეტიკული პოლიტიკის არასტაბილურობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
უკრაინის ომმა მკვეთრად გაზარდა ენერგომატარებლების ფასები, რამაც საქართველოს ეკონომიკაზეც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია.
ეს ზრდა განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესზე აისახა, რადგან საწვავის და ენერგიის ფასები წარმოებისა და ლოგისტიკის ხარჯების ზრდას იწვევდა.
ავტორები წერენ, რომ უკრაინის ომმა ნათლად გამოაჩინა საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის გაუმჯობესების საჭიროება.