ხუთშაბათს, 2 მაისს, 12 საათზე, სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართება ახალი ანგარიშის „საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა – 2012 წლის მიმოხილვა და 2013 წლის მთავარი გამოწვევების ანალიზი და რეკომენდაციები“ პრეზენტაცია. ანგარიში მოიცავს 2012 წლის ეკონომიკური მოვლენების და 2013 წლის ძირითადი გამოწვევების ანალიზსა და რეკომენდაციებს. ამასთანავე, ანგარიშში წარმოდგენილია მთავარი თემა – „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტენდენციები საქართველოში“.