სიახლეები

ნოემბერი 23, 2011 საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა 2011 წლის პირველ ნახევარში

საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა 2011 წლის პირველ ნახევარში

საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა 2011 წლის პირველ ნახევარში 

პარასკევს, 23 სექტემბერს, 14 საათზე, „რადისონ ბლუ ივერიაში“ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო” გიწვევთ პრეზენტაციაზე – 2011 წლის პირველი ნახევრის საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა. 
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა 2011 წლიდან დაიწყო ყოველკვარტალური ანგარიშის „ საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა“ გამოცემა. დღესდღეობით არ არსებობს დამოუკიდებელი ეკონომიკური გამოცემა, რომელიც ექსპერტულად შეაფასებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი საქართველოს ეკონომიკის ანალიზს ყოველკვარტალურ გამოცემებში წარმოგიდგენთ. თოთოეულ გამოცემაში მთავარი ფოკუსი გაკეთებული იქნება ერთ მთავარ თემაზე, რომელიც დეტალურად იქნება მიმოხილული. ამასთან, ყველა გამოცემაში გაანალიზებულია ეკონომიკის ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორებიცაა: მთლიანი შიდა პროდუქტი, მთლიანი ეროვნული შემოსავალი, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, ინფლაცია და უმუშევრობა, საგარეო ვაჭრობა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ქვეყნის ბიუჯეტი და ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხორციელება, ქვეყნის საბანკო სექტორი და ასევე, საქართველოს ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივიდან.
პირველი გამოცემის მთავარი თემაა უთანასწორობა და ჯინის კოეფიციენტი. ე.წ. ჯინის კოეფიციენტი (იტალიელი სტატისტიკოსის კორადო ჯინის სახელობის ინდიკატორი) საზოგადოების შემოსავლებს შორის უთანასწორობის ყველაზე გავრცელებული და ადვილად გასაგები საზომია. ამ კოეფიციენტს საქართველოს სტატისტიკური სამსახური არ იყენებს. ჯინის კოეფიციენტი მათემატიკური კონცეფციაა, რომლითაც უთანასწორობა 0-დან 1-მდე იზომება და ხშირად პროცენტის სახით, 0-დან 100 პროცენტამდე, გამოიხატება. ჯინის დაბალი კოეფიციენტი განაწილების მაღალ თანასწორობაზე მიუთითებს.
სად დგას საქართველო? ამჟამად, საქართველოს ჯინის კოეფიციენტი 40.8-ს (პროცენტს) უდრის. სურათის უკეთ დასანახად, ეს მონაცემი სხვა ქვეყნებისას შევადაროთ: სკანდინავიის ქვეყნებში ეს ინდიკატორი 25-ია, აფრიკის კონტინენტს შედარებით მაღალი ინდიკატორი აქვს (დაახლოებით 70). თვით რეგიონშიც კი, რომელშიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ინდიკატორები შედარებით მაღალია, საქართველოს კოეფიციენტი მაინც ზოგიერთი მისი მეზობლისას აჭარბებს: სომხეთის ჯინის კოეფიციენტი 30.2-ს შეადგენს, რუსეთის (43.7)–ს და თურქეთის (41.2) კოეფიციენტს. საქართველოს ინდიკატორი ლათინური ქვეყნების ინდიკატორების მსგავსია (ვენესუელა 43.4, ურუგვაი 47.1, კოლუმბია 58.5), რომელთა დამახასიათებელი ნიშანი საშუალო კლასის არარსებობა ანდა მცირერიცხოვანი საშუალო კლასია.
შეხვედრას დაესწრებიან: საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, მთავრობის, არსამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები. გამოცემები მზადდება“ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ ინსტიტუციონალური დახმარების პროექტის ფარგლებში.
 
საკონტაქტო პირი:
ნინო ევგენიძე – ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”, 599273828