სიახლეები

მაისი 13, 2014 “საქართველო და მეზობლები” – მთავარი თემა უკრაინა

“საქართველო და მეზობლები” – მთავარი თემა უკრაინა

სამშაბათს, 13 მაისს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ახალი პერიოდული პუბლიკაციის, საქართველო და მეზობლების პრეზენტაცია გაიმართა. საქართველო და მეზობლების პირველი ნომრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისიდან მომდინარე საფრთხეებია. ანგარიშში განხილულია საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების, ტურიზმისა და ენერგოპოლიტიკის სფეროებში; ასევე გაანალიზებულია უკრაინის შიდა ეკონომიკური პროცესები, როგორიცაა ეროვნული ვალუტის გაუფასურება, მკაცრი ეკონომიკური ზომების გატარება და სუბსიდიების გაუქმება, ენერგო მომარაგების უსაფრთხოებისა და უკრაინის იმპორტის ბაზრების მდგომარეობა და ახსნილია თუ რომელმა ეკონომიკურმა პროცესებმა გამოიწვია 2014 წლის მარტიდან საქართველოდან უკრაინაში ექსპორტის განახევრება, ხოლო იმპორტის თითქმის 47%-ით გაზრდა და რა არის მოსალოდნელი უახლოეს ხანებში.