სიახლეები

სექტემბერი 12, 2016 საჯარო დისკუსია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შესახებ

საჯარო დისკუსია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შესახებ

12 სექტემბერს 14 საათზე, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით და აშშ საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა საჯარო დისკუსია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შესახებ.

შეხვედრაზე პარტიის „ქართული ოცნება-ერთიანი საქართველო“ეკონომიკური და სოციალური პროგრამები წარმოადგინა ბ-მა არჩილ თალაკვაძემ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროგრამა ბ-მა ზვიად ხორგუაშვილმა,ხოლო თავისუფალი დემოკრატების ეკონომიკური და სოციალური პროგრამების შესახებ პარტიის ლიდერმა ბ-მა თეიმურაზ სალუქვაძემ ისაუბრა. შეხვედრა ორგანიზებული იყო ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის „ინფორმირებული ამომრჩეველი საარჩევნო ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად“ ფარგლებში, რომელიც აშშ საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მედიის, საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. გაცნობებთ, რომ შემდეგი შეხვედრა გაიმართება 15 სექტემბერს, 12 საათზე საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.