სიახლეები

სექტემბერი 15, 2016 საჯარო დისკუსია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შესახებ

საჯარო დისკუსია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შესახებ

15 სექტემბერს 12 საათზე, საგარეჯოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით და აშშ საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა საჯარო დისკუსია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალური და ეკონომიკური პროგრამების შესახებ.

შეხვედრაზე პარტიის „თვისუფალი დემოკრატები“ ეკონომიკური და სოციალური პროგრამას წარმოადგინა ბატონმა გოჩა ჩერქეზიშვილმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროგრამა ბატონმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა,ხოლო ქართული ოცნება-ერთიანი საქართველო მხრიდან ბატონებმა აკაკი ზოიძემ და კახა კუჭავამ. შეხვედრა გაიმართა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის „ინფორმირებული ამომრჩეველი საარჩევნო ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად“ ფარგლებში, რომელიც აშშ საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.