სიახლეები

მარტი 31, 2018 საგაზაფხულო სკოლა ლოპოტას ტბაზე

საგაზაფხულო სკოლა ლოპოტას ტბაზე

კონკურსის “ჩემი ევროპა” გამარჯვებულმა მოსწავლეებმა და მათმა პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს ლოპოტას ტბაზე გამართულ საგაზაფხულო სკოლაში.

საგაზაფხულო სკოლის მონაწილეებს შოთა ღვინერია, ბათუ ქუთელია, ირინა გურული და თამარ ხორბალაძე  ესაუბრნენ შემდეგ საკითხებზე:
 ეროვნული მედეგობა – ნარატივები, ღირებულებები;
 ეროვნული უსაფრთხოების საკითხები;
 საქართველო და ევროკავშირი – ასოცირების ხელშეკრულება;
 ევროპა ჩვენს აღქმაში – მითები, ინფორმაციის წყაროები, დეზინფორმაცია.
კონკურსი “ანტიდასავლური პროპაგანდის შეკავება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური ასპექტების შესახებ განათლების გაძლიერების გზით” – პროექტის ფარგლებში გამოცხადდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამოქალაქო განათლების პედაგოგებს საქართველოს ოთხ ქალაქში (რუსთავი, ახალციხე, თელავი, ბათუმი) ჩაუტარდათ ტრენინგები.
 
პროექტი აშშ-ს საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა.