სიახლეები

ოქტომბერი 10, 2016 საერთაშორისო სავალუტო ფინდის და მსოფლიო ბანკის ჯგუფის 2016 წლის შეხვედრა

საერთაშორისო სავალუტო ფინდის და მსოფლიო ბანკის ჯგუფის 2016 წლის შეხვედრა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ევგენიძე, საერთაშორისო სავალუტო ფინდის და მსოფლიო ბანკის ჯგუფის 2016 წლის შეხვედრებს ესწრება ვაშინგტონში, აშშ. ნინო მონაწილეობას იღებს სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკის ფორუმზე, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ჯგუფის შეხვედრების განუყოფელი ნაწილია და საშუალებას აძლევს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ღია დიალოგის ფორმატში ესაუბრონ და მთელ რიგ საკითხებზე გაუზიარონ თავიანთი მოსაზრებები ფონდის და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წარმომადგენლებს, სახელმწიფო დელეგაციებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საორიენტაციო სესია მსოფლიო ბანკში, მრგვალი მაგიდა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა მონაწილეობით, შეხვედრა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან – ჯიმ იონგ კიმთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან კრისტინ ლეგარდთან, ფონდის და მსოფლიო ბანკის მმართველი მენეჯმენტის მონაწილეობით, მიღება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის და პოლიტიკის დიალოგის სესიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ორგანიზებით.