სიახლეები

აპრილი 4, 2016 სადისკუსიო შეხვედრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე ბათუმსა და ქუთაისში

სადისკუსიო შეხვედრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე ბათუმსა და ქუთაისში

30-31 მარტს, ბათუმსა და ქუთაისში EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე, ატლანტიკური საბჭოს ვიცე- პრეზიდენტი ბათუ ქუთელია, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი რომან სანიკიძე და შიო ხეცურიანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე სტუდენტებს, საკრებულოების და ასარამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ. დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების მხარდაჭერით, მსგავსი სადისკუსიო შეხვედრები უკვე გაიმართა საქართველოს სხვადახსხვა ქალაქებში პროექტის “საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური სარგებლიანობის შესახებ საზოგადოებრივი განათლებისა და ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში.