სიახლეები

მარტი 9, 2016 სადისკუსიო შეხვედრა საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე გორში

სადისკუსიო შეხვედრა საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე გორში

დღეს, 9 მარტს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების მხარდაჭერით, გორში ევროინტეგრაციის თემაზე კიდევ ერთი სადისკუსიო შეხვედრა გამართა, რომელსაც ირინა ლაშხი და შიო ხეცურიანი უძღვებოდნენ. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, საკრებულოს და ასარამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. მოგეხსენებათ, სადისკუსიო შეხვედრები, რომლებიც საქართველოს რეგიონულ ქალაქებში მარტის პირველი რიცხვებიდან მიმდინარეობდა პროექტის “საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური სარგებლიანობის შესახებ საზოგადოებრივი განათლებისა და ცნობიერების ამაღლება” ფარგლებში იქნა ორგანიზებული.