სიახლეებიი

დეკემბერი 5, 2014 რეგიონული ვექტორი: ევროკავშირი და ევრაზიული კავშირი

რეგიონული ვექტორი: ევროკავშირი და ევრაზიული კავშირი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და სომხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია რეგიონალური სწავლების ცენტრის (RSC) ორგანიზებით, პარასკევს, 5 დეკემბერს, გაიმართა დისკუსია – რეგიონული ვექტორი: ევროკავშირი და ევრაზიული კავშირი. ასევე გაიმართა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ახალი ანგარიშის პრეზენტაცია – საქართველო და მეზობლები. „მთავარი თემა: ევრაზიული საბაჟო კავშირი უახლოვდება საქართველოს“. სამხრეთ კავკასია კიდევ ერთხელ კონკურენციის სარბიელი გახდა, რამდენადაც საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, სომხეთმა კი – რუსეთის მიერ ინიცირებულ ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანება არჩია. ამ ახალი რეგიონული არჩევანის ფონზე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თავის ახალ ანგარიშში განიხილავს, თუ რა შედეგები შეიძლება ამ პროცესს მოჰყვეს რეგიონში. ანგარიში ასევე მიმოიხილავს საქართველო-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების შესაძლო შედეგებს პოლიტიკურ-ეკონომიკურ კონტექსტში.

მთავარი თემა – სომხეთი: ევრაზიული საბაჟო კავშირი საქართველოს საზღვრებს უახლოვდება