EPRC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ მონაწილეობა მიიღო რეგიონულ კონფერენციაში„პოლიტიკური ანგარიშვალდებულება და ახალი ტექნოლოგიები“ (POINT Conference) რომელიც სარაევოში რეგიონული ჯგუფის “ActionSEE” მიერ იქნა ორგანიზებული. აღნიშნულ ღონისძიებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის შვიდი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციის მთავარი თემები იყო: ხელისუფლების გამჭვირვალობა რეგიონში, არჩევნები აშშ-ში, სამოქალაქო კრიტიკა და არჩევნები რუსეთსა და უკრაინაში, 4 წელი „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ-გამოცდილება და პერსპექტივები და სხვა. კონფერენციის ფარგლებში ნინო ევგენიძემ საქართველოს საჯარო სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით არსებულ გამოცდილებასა და რეფორმის წარმატებაზე ისაუბრა.