სიახლეები

თებერვალი 23, 2017 პროექტის ‘ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და მისი გავლენა სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიანობაზე’ პრეზენტაცია

პროექტის ‘ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და მისი გავლენა სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიანობაზე’ პრეზენტაცია

23 თებრვალს, 12 საათზე სასტუმრო თბილისი რუმსში “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა” (EPRC) პროექტის “ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და მისი გავლენა სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიანობაზე” შედეგების და პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციის მიზანი პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის და ექსპერტთა წრეებისთვის პროექტის შედეგების და ძირითადი მიგნებების გაცნობა იყო. პროექტის ფარგლებში მომზადდა ორი პოლიტიკის დოკუმენტი – ,,შინაურ ცხოველთა სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მისი შესრულების მდგომარეობა საქართველოში“ და ,,ფერმერთა მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები და მათი შესაბამისობა DCFTA-ის მოთხოვნებთან“. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), USAID-ის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის ” (ACCESS) ფარგლებში ახორციელებს პროექტს – „ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და მისი გავლენა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიანობაზე“