პროექტის „საზღვრის ორივე მხარეს: ქართველი და სომეხი ექსპერტების ქსელის შექმნა“ ფარგლებში ოთხმა სომეხმა და ოთხმა ქართველმა ექსპერტმა, საგარეო პოლიტიკის, მედიის, ეკონომიკის, საჯარო პოლიტიკისა და სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებზე, თბილისსა და ერევანში კვლევითი სამუშაოები ჩაატარეს, გამართეს შეხვედრები ხელისუფლების, ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და, შედეგად, სხვადასხვა საკითხისადმი მიძღვნილი რვა ნაშრომი მოამზადეს, რომლებიც რუსულ და ინგლისურ ენებზე ერთ კრებულად გამოიცა.