სიახლეები

ივნისი 14, 2014 პრეზენტაცია-დისკუსია გარდაბანში – არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები

პრეზენტაცია-დისკუსია გარდაბანში – არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები

10 ივნისს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ქალაქ გარდაბანში გამართა პრეზენტაცია-დისკუსია – არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები. ვებ-გვერდი www.econpolicyfact.ge 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული გთავაზობთ პარტიების სოციალურ და ეკონომიკურ პლატფორმებს ქართულ, რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე; ვებ-გვერდი ასევე გთავაზობთ დამოუკიდებელ ექსპერტთა ბლოგებს.

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული სისტემის გამჭვირვალობისა დაეფექტურობის გაუმჯობესება, საზოგადოებისთვის დროული და პროფესიული შეფასების მიწოდება წინასაარჩევნო დაპირებების და შეთავაზებების, ასევე წამყვანი პოლიტიკური პარტიების მიერ წამოწეული პოლიტიკური შეხედულებების შესახებ. ვებ-გვერდი ამომრჩეველს საშუალებას აძლევს თვალი ადევნოს პოლიტიკური პარტიების პროგრამების ცვლილებას ბოლო სამი არჩევნების განმავლობაში. პროექტს „ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის გაძლიერება პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნოსოციალურ-ეკონომიკური პროგრამების შეფასების პროცესში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ ახორციელებს საქართველოში აშშ საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.