ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს, სასტუმრო Holiday Inn-ში „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ ანგარიშის „საქართველოში არსებული კერძო-საჯარო სექტორის დიალოგის (PPD) მექანიზმების შეფასება“ პრეზენტაცია გაიმართა.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), USAID „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) პროექტის ფარგლებში ახორციელებს პროექტს – „საქართველოში ერთობლივი მმართველობის ხარვეზების შეფასება.“ პროექტი ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში კერძო სექტორის, ბიზნეს ასოციაციების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ზრდას, რაც თავის მხრივ ანგარიშვალდებული მთავრობის გარანტია.