ოქტომბერი 24, 2023
პოდკასტების სერია: EUფორია – ეპიზოდი V
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და რადიო თავისუფლება, ლიეტუვის საელჩოს მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ ჩვენი ახალი პოდკასტის – #EUფორია – მორიგ ეპიზოდს, რომელშიც გიგი გიგიაძე და ზაზა შენგელია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელთან, შოთა ღვინერიასთან ერთად განიხილავენ ევროკავშირის პოლიტიკას შავი ზღვის რეგიონის მიმართ, განსხვავებებს ევროკავშირისა და ნატოს მიდგომებს შორის და ამ პოლიტიკის სამომავლო პერსპექტივებს დაჩქარებული ევროინტეგრაციის კონტექსტში.