სიახლეები

აპრილი 1, 2021 პეტიცია – მესამე „ლოქდაუნის“ თავიდან ასაცილებლად!

პეტიცია – მესამე „ლოქდაუნის“ თავიდან ასაცილებლად!

შემოგვიერთდით და მოაწერეთ ხელი: chng.it/hVSgBRBDTf

მიმართვის ხელმომწერები ვიზიარებთ ,,ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან” არსებულ ჯანდაცვის პლატფორმაზე  გაერთიანებული პროფესიონალების რეკომენდაციებს, რომლებიც მთავრობას რეგულარულად ეგზავნებოდა. იმავდროულად, ამ ეტაპზე გადაუდებლად მიგვაჩნია, რომ მთავრობამ:

დაიწყოს ფართომასშტაბიანი და განსხვავებული სამიზნე ჯგუფებზე გათვლილი, სისტემური და ინტენსიური საინფორმაციო კამპანია COVID-19 ინფექციის საშიშროებასა და საპასუხო ქმედებების აუცილებლობაზე (პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება) ხაზგასმით.

მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასაბუთოს მოქმედი რეგულაციების გავლენა ინფექციის გავრცელების კონტროლზე და უზრუნველყოს იმ მოქმედი რეგულაციების თანმიმდევრული აღსრულება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ინფექციის გავრცელების შეკავებისთვის.

პეტიცია ღიაა და მასზე ხელმოწერა ყველა მსურველს შეუძლია.