8 აპრილს, სასტუმრო თბილისი რუმსში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პერიოდული პუბლიკაციის-საქართველო და მეზობლების პრეზენტაცია გაიმართა. საქართველო და მეზობლების მეოთხე ნომრის თემაა-საქართველო და ირანი: „კარის გაღების“ შესაძლებლობების ძიება.
ანგარიში EPRC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ, EPRC-ის უფროსმა მრჩეველმა კვლევით საკითხებში გიორგი ბაქრაძემ და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ წარადგინეს. ასევე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აბას თალები ფარმა. ახალ ანგარიშში განხილულია ირანი და მისი მნიშვნელობა საერთაშორისო სანქციების გაუქმებისა და ირანის გლობალურ ეკონომიკაში რეინტეგრირების ფონზე. ანალიტიკური გამოცემების სერია „საქართველო და მეზობლები“ ქვეყნდება ფონდი ღია საზოგადოების ანალიტიკური ორგანიზაციების პროგრამის მხარდაჭერით.