6-10 დეკემბერს, ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (ERPC) აღმასრულებელი დირექტორი, მონაწილეობს “საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაში – კორუფციის აღმოფხვრა, დემოკრატიული ღირებულებების დაცვა“, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარეობს.
ხუთდღიანი კონფერენციის განმავლობაში ექსპერტები, აქტივისტები, ლიდერები 140-ზე მეტი ქვეყნიდან მსოფლიოს წინაშე არსებული კორუფციული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.
რიგით მეოცე კონფერენციას ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მასპინძლობს; ღონისძიების ორგანიზატორები არიან „საერთაშორისო ანტიკორუფციული კონფერენციის (IACC)” საბჭო და ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა”.