28-30 ნოემბერს, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ, „WECHANGE – დიალოგი მომავლისთვის 2022: მდგრადი სამოქალაქო საზოგადოებების მშენებლობა და დემოკრატიების დაცვა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ სამეზობლოში“ კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში – „რუსეთის იმპერიული ამბიციიდან გადახვევა: რუსეთის ომის შედეგები უკრაინის წინააღმდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის და ევროკავშირისთვის“.
“მე ვარ ქვეყნიდან, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ისინი თბილისიდან 40 კილომეტრში არიან. სამწუხაროდ, 2008 წელს დასავლეთმა და მსოფლიომ რუსეთი საქართველოში ვერ შეაჩერა. ახლა კი, ყველას პასუხისმგებლობაა მხარი დაუჭიროს უკრაინას და გაუწიოს მათთვის საჭირო სამხედრო და ფინანსური დახმარება. უკრაინელები იბრძვიან არა მარტო საკუთარი თავისთვის, არამედ იმისთვის, რომ ევროპა იყოს თავისუფალი და უსაფრთხო“.