ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე 11-13 ოქტომბერს მოლდოვაში, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის – რუმინეთი და მოლდოვა“-ს და IDIS “Viitorul”-ის მიერ ორგანიზებულ უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში „BUILDING RESILIENCE, ENSURING STABILITY, HARNESSING WELFARE“ იღებს მონაწილეობას.
მოუსმინეთ ნინო ევგენიძის გამოსვლას პანელზე: აღმოსავლეთ ევროპა – ევროპის ყველაზე პრობლემური რეგიონი. სამხედრო და უსაფრთხოების გამოწვევები: დინამიური კავშირი და პოლიტიკურ გამოწვევებთან გამკლავების სტრატეგიები.
სესიის სპიკერები არიან:
🔸 იგორ მუნტეანუ, მოლდოვას ყოფილი ელჩი აშშ-ში, სოციალური ინიციატივებისა და განვითარების ინსტიტუტის (IDIS) ადმინისტრაციული საბჭოს პრეზიდენტი;
🔸 ადამ ებერარდტი, ვარშავის სამეწარმეო ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტი;
🔸 ოლექსი მელნიკი, რაზუმკოვის ცენტრის თანადირექტორი
🔸 დენის ჩენუშა, პოლიტიკური რისკების ანალიტიკოსი და EESC-ის ასოცირებული ექსპერტი
🔸 ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
🔸 დენ დუნგაჩიუ, რუმინეთის აკადემიის პოლიტიკური მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (ISPRI) დირექტორი