ბლოგი

ნინო ევგენიძემ ისაუბრა რა ახალი შესაძლებლობები მისცა კომპანიებს პროექტმა “ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან”

ნინო ევგენიძემ ისაუბრა რა ახალი შესაძლებლობები მისცა კომპანიებს პროექტმა “ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან”

💢 რა ახალი შესაძლებლობები მისცა კომპანიებს პროექტმა “ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან” | GEclose2EU – ამ საკითხზე ვრცლად ისაუბრეს, მთავარი არხი • Mtavari Arkhi ეთერში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ და შვედეთის საელჩოს პროგრამების განვითარების ოფიცერმა თინათინ გენებაშვილმა.
💬 “ეს იყო დახმარება ქართული მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებიც სერვისების და ე.წ ინტელექტუალური ბიზნესების სფეროში მოღვაწეობენ და სწორედ შვედეთი იყო ერთ-ერთი პირველი დონორი ქვეყანა. მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ გამოვიყენეთ ეს დრო, რათა ქართული კომპანიებისთვის შეგვეთავაზებინა ონლაინ გაყიდვების სისტემა – 100-დან 75 კომპანიამ შეძლო თავიანთი ბიზნესების ინტერნაციონალიზაცია.” – ამბობს ნინო ევგენიძე.