ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელი დირექტორი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ევროკავშირის ელჩთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას.
მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ევროკომისიის მიერ გაწერილი 12 პრიორიტეტის შესრულება. ელჩმა, მადლობა გადაუხადა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მათ მხარდაჭერას მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში.