სიახლეები

აპრილი 11, 2014 “ნატოს წევრობის ეკონომიკური სარგებელი” – EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორი საერთაშორისო კონფერენციაზე ‘გზა ნატოსკენ\’\’

“ნატოს წევრობის ეკონომიკური სარგებელი” – EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორი საერთაშორისო კონფერენციაზე ‘გზა ნატოსკენ\’\’

7 აპრილს საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა ნატო-ს კვირეული. საზეიმო ცერემონია ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გაფართოების ბოლო სამ ფაზას მიეძღვნა. ცერემონიის დასრულების შემდეგ კვირეულის ფარგლებში გაიხსნა საერთაშორისო კონფერნეცია \”გზა ნატოსკენ: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.\”

კონფერენციაზე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ წარმოადგინა მოხსენება თემაზე, ნატოს წევრობის ეკონომიკური სარგებელი. მოხსენება შეეხებოდა იმ ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომელსაც ნატოს წევრობა უხსნის ქვეყანას, აღნიშნული მიმართულებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებას, და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწვერიანების მიმართება ისეთ საკითხებთან, როგორიცაა ინვესტიციები, ადგილობრივი ბიზნესის განვითარება, სავაჭრო და საექსპორტო პოტენციალი და სხვა.
კონფერენციაზე მომხსენებლთა შორის იყვნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ბულგარეთის, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, რუმინეთის და სხვა აღმოსვლეთ ევროპული ქვეყნების მოქმედი და ყოფილი საგარეო თუ დავდაცვის მინისტრები.
ნატოს კვირეული საქართველოში კვირას, 13 აპრილს დასრულდება.