სიახლეები

ივლისი 26, 2016 მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებების და ინფორმირებულობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებების და ინფორმირებულობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია

დღეს, სასტუმრო თბილისი რუმსში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებების და ინფორმირებულობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევაში წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი მწარმოებლების და მცირე ზომის გადამამუშავებელი საწარმოების საჭიროებები. კვლევა განხორციელდა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ, USAID-ის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის ” (ACCESS) – „ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება და მისი გავლენა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო სექტორის კონკურენტუნარიანობაზე“ ფარგლებში.