სიახლეები

თებერვალი 6, 2015 მცირე გრანტების კონკურსი

მცირე გრანტების კონკურსი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) გაიმარჯვა შვეიცარიის საელჩოს მიერ გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში. პროექტის სახელწოდებაა „ქალი მეწარმეების შესაძლებლობების ზრდა და ეკონომიკური გაძლიერება“, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის ექსპერტები, საქართველოში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მეწარმე ქალბატონებს ტრენინგებს ჩაუტარებენ. პროექტის ფარგლებში, იგეგმება წარმატებული მონაწილეებისთვის ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად მცირე თანხებს გამოყოფა და დაფინანსების დამატებითი წყაროების მოძიებაში დაეხმარების გაწევა.