სიახლეები

სექტემბერი 5, 2018 მსოფლიო თავდაყირა 2018

მსოფლიო თავდაყირა 2018
2018 წლის 10-12 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი უმასპინძლებენ თბილისის საერთაშორისო კონფერენციას „მსოფლიო თავდაყირა 2018“.
ყოველწლიური კონფერენცია უკვე მეოთხედ ტარდება და ორი დღის განმავლობაში სასტუმრო “თბილისი რუმს”-ში გაიმართება. თბილისის საერთაშორისო კონფერენციამ საქართველოს, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერთა აუცილებელი თავშეყრის ადგილის სახელი დაიმკვიდრა. ყოველი წლის სექტემბერში, კონფერენცია თავს უყრის უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, ქართველ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ბიზნესის წარმომადგენლებს. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას.
დასწრება თავისუფალია. რეგისტრაცია გაიარეთ https://goo.gl/forms/Q9tZSUJ436so7FFm1